ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმი ეროვნული კულტურის მნიშვნელოვანი ძეგლია. მუზეუმი 1975 წელს თბილისელი კოლექციონერის, არკადი რევაზიშვილის მექანიკური საკრავების კოლექციის ბაზაზე დაარსდა, როგორც კინოს, თეატრის და მუსიკის მუზეუმის ფილიალი. დროთა განმავლობაში მუზეუმის ფონდები ახალი ექსპონატებით გამდიდრდა და 1984 წელს დამოუკიდებელ იურიდიულ ერთეულად _ ხალხური საკრავების მუზეუმად, ხოლო 2006 წლიდან საჯარო სამართლის იურიდიულ პირად _ `ქართული ხალხური სიმღერისა და საკრავების სახელმწიფო მუზეუმად~ _ ჩამოყალიბდა.
მუზეუმის ფონდში დაცულია ძველი ფოლკლორული ჩანაწერები, ფოტო-ფონო აუდიო და ვიდეო მასალა, ქართული ხალხური, აღმოსავლური, ევროპული კლასიკური და მექანიკური საკრავების მრავალი ნიმუში. მუზეუმის მიზანია სხვადასხვა დროის მატერიალური და არამატერიალური კულტურის ძეგლების _ სიმღერებისა და საკრავების _ ნიმუშების ექსპონირება, დაცვა, მათი სისტემატიზაცია, ახალი ექსპონატებით ფონდების გამდიდრება.