Channel Avatar

მთავარი არხი • Mtavari Arkhi @UC-Xcne5H7h188Aihrc_jt0w@youtube.com

331K subscribers

ჩვენთან ერთად მოიპოვეთ თავისუფლება !


Welcoem to posts!!

in the future - u will be able to do some more stuff here,,,!! like pat catgirl- i mean um yeah... for now u can only see others's posts :c

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

🔴 თბილისის მერის, კახა კალაძისა და კრემლის პროპაგანდისტის, ალექსანდრ დუგინის განცხადებები "დიფ სთეითთან" დაკავშირებით:

💬 „დიფ სთეითი“ ჯერ არ დამარცხებულა, მას ღრმად აქვს ფესვები გადგმული არამხოლოდ საქართველოში" | თქვა კალაძემ 5 მაისს

💬 "ტრამპს არ შეუძლია "დიფ სთეითის" აღმოფხვრა ღრმადგადგმული ფესვების გამო" | თქვა დუგინმა 6 ივნისს

78 - 57

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

"პარი სენ-ჟერმენი" ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია! 🇬🇪✊❤️ პსჟ-მ ფინალურ შეხვედრაში ინტერი ანგარიშით 5:0 გაანადგურა. აქედან მეოთხე გოლი კვარამ გაიტანა 🙏

1K - 20

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

🔻 ნიკა მელიას გირაო პატიმრობით შეეცვალა

🔻 მელიას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 50 000-ლარიანი გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მან გადახდაზე უარი განაცხადა, რის გამოც, პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიება შეცვლა და მისი დაპატიმრება მოითხოვა. მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილა

🔻 ნიკა მელია დღევანდელ პროცესზე დასწრებას არ აპირებდა, თუმცა იმის გამო, რომ გასულ ღამეს პოლიციამ ის ადმინისტრაციული წესით დააკავა, საქალაქო სასამართლოში დღეს ის მაინც მიიყვანეს

🔻 ნიკა მელიას საქმეზე შემდეგი პროცესი 12 ივნისს, 12:00 საათზე გაიმართება

71 - 13

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

🔻 "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია დააკავეს | ადვოკატის ინფორმაციით, ის ლისის ტბის მიმდებარედ დააკავეს, სადაც გადაცემაში მონაწილეობისთვის მიდიოდა

💬 "რაც ჩემთვის ცნობილია, მიდიოდა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად. გადააყენა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა და შემდგომ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, რამდენიმე პოლიციელმა, მათ შორის კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ძალისმიერი მეთოდით დააკავეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, წაიყვანეს გაურკვეველი მიმართულებით. აბსოლუტურად გაუგებარია, რასთან არის დაკავშირებული. მას, არც-ერთ საქმეში, აღკვეთის ღონისძიება შეცვლილი არ აქვს და რასთან არის მისი დაკავება დაკავშირებული, ჩვენთვის უცნობია, ფაქტობრივად, მოიტაცე" | ამბობს ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი TV პირველთან

56 - 15

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

შს მინისტრად გელა გელაძე დაინიშნა

39 - 17

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

🔴 შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა თანამდებობა დატოვა | შესაბამისი განცხადება უწყებამ გაავრცელა



💬 როგორც გომელაურის განცხადებაშია აღნიშნული, ის გუნდის ერთგული რჩება

103 - 25

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

✊🇬🇪🇺🇦 "ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს და გულწრფელად ვუსურვებ, რომ საქართველო იყოს ძლიერი და ბედნიერი. უკრაინელები ყოველთვის გრძნობდნენ თბილ ემოციურ კავშირს საქართველოსთან.

ჩვენმა სახელმწიფომ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტსა და თავდაცვას 2008 წელს რუსეთის შემოჭრის რთულ პერიოდში. და ჩვენ ყოველთვის გვერდით ვიქნებით ხალხების - ევროპის ყველა ხალხის თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებისკენ ერთობლივ მისწრაფებაში, რაც წარმოუდგენელია უკრაინისა და საქართველოს გარეშე.

მადლობა ყველას, ვინც მხარს უჭერს ჩვენს ხალხს. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს! დიდება უკრაინას!" | წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე ქართულ ენაზე და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

1.4K - 77

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

🔻 10-დღიანი ძებნის შემდეგ, მტკვარში გიორგი შამუგიას ცხედარი იპოვეს | ინფორმაცია "მთავარს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს

55 - 4

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

🔴 "მთავარის" ინფორმაციით, ევროკავშირის დელეგაციის წევრი და პროგრამის ოფიცერი გაფართოების საკითხებში, დიპლომატი საიმონ ვანდერბრუკი საქართველოში არ შემოუშვეს და აეროპორტიდან უკან გააბრუნეს | შემთხვევა გუშინ, 21 მაისს მოხდა

85 - 52

მთავარი არხი • Mtavari Arkhi
Posted 5 months ago

🔻 "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე დააკავეს | მისთვის პატიმრობის შეფარდების გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა. მას წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადაუხდელობას ედავებიან

103 - 39